ოზურგეთში ტრადიციული დღესასწაული კალანდა აღინიშნა

14/01/2018

აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებია. „კალანდა 2018“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე – „კალანდას ვულოცავ გურიას და სრულიად საქართველოს. კალანდა გურულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არის უძველესი ტრადიცია და სწორედ ამ ტრადიციას ვეცნობით დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად. გილოცავთ და გისურვებთ ამ წელს თქვენს ოჯახებში შემოეტანოს მშვიდობა, სიხარული, დოვლათი და ბედნიერება“. საკალანდო ღონისძიება ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გააფორმეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0