ოზურგეთში, ტრადიციული პასქის ფესტივალი გაიმართა

03/05/2019

ოზურგეთში, კულტურისა და დასვენების პარკში, ტრადიციული პასქის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც კერძო პირებმა ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე სააღდგომო თემატიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომპოზიცია იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მონაწილეებს საჩუქრები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ფესტივალს დაესწრნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელია, მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოზურგეთის საკრებულოს წევრები. პასქის ფესტივალი`- 2011 წლიდან ტარდება. ავტორი და დამფუძნებელი ჟურნალისტი ლია კილაძე გახლავთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0