ოზურგეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საბავშვო ღონისძიება გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს“! – ამ ლოზუნგით, დღეს, ოზურგეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საბავშვო ღონისძიება გაიმართა.
საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ეზოში, პატარებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა დახვდათ. მათ განწყობაზე, ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა “ბაბილინამ” იზრუნა. ღონისძიებას სხვადასხვა ზღაპრის გმირები აფორმებდნენ. ანსამბლების “რეხეული,“”ზენაარი”, “მანანური,“ და სტუდია “ჯუნიორის“ მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.
ღონისძიებას გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევენ მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ბავშვებისთვის გამართული ზეიმი ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის – განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

Visited 104 times, 1 visit(s) today