ოთარ დანელია კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს მინისტრის, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის საქართველოში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო.
შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა საქართველოს და კატარის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და მისი კატარელი კოლეგის შეხვედრა მიმდინარე თვის ბოლოს შედგება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

Visited 169 times, 1 visit(s) today