ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისობაზე გაისეირნეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად თბილისობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს ელმარ მამედიაროვს, პავლო კლიმკინს და ანდრეი გალბურს ახალ აღმაშენებელზე უმასპინძლა. მინისტრებმა ფეხით გაისეირნეს და სპეციალურად თბილისობისათვის დადგმული ქუჩის ღონისძიებები და გამოფენები დაათვალიერეს. სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, რის შემდეგაც სამახსოვროდ ქართული კერძების მენიუებით შექმნილი საქართველოს რუკა და ტკბილეული გადაეცათ. საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ორგანიზაცია სუამ-ის საიუბილეო – 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაში მონაწილეობის მიზნით ეწვივნენ.

Visited 174 times, 1 visit(s) today