ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ჟენევის ფორმატს არანაირ საფრთხეს არ უქმნის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომელსაც ხელს აწერს 30 კონგრესმენი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლეს, აქტიურად განიხილოს ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოჩენილია, როგორც აშშ-ის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანის გარდა, მნიშნველოვან პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. წერილი კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა “ – განაცხადა დავით ზალკალიანმა აშშ-ის კონგრესმენების მიერ ინიცირებული წერილის შესახებ საუბრისას, რომლითაც მათ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართეს.

„დღევანდელი დღე გახლავთ საქართველოსთვის ისტორიული დღე, ოთხი წლის წინ ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით. ამ ხელმოწერამ თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი გახადა შეუქცევადი.“-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ჟენევის ფორმატს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ჟენევის ფორმატს ხელს უშლის ის დესტრუქციული ქმედებები, რომელიც ხდება მოლაპარაკების დროს, კერძოდ რუსეთის მხრიდან და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების მხრიდან. უამრავი მცდელობა ფორმატის ცვლილებისა არის სწორედ ის, რაც საფრთხეს უქმნის ჟენევის ფორმატს. აღნიშნული სია არის მიმართული იმ უკანონობის აღმოსაფხვრელად, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ ადამიანის უფლებათა კუთხით და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით„- ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

Visited 113 times, 1 visit(s) today