ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყობა

23/09/2017

ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყობა, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამავე გეგმის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის, „მზიურისა“ და დენდროლოგიური პარკების განვითარება.
„ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, დაახლოებით, 151 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყოს, განვითარდეს ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე, „მზიურისა“ და დენდროლოგიური პარკები, ასევე, განახლდეს ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის, ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრესა და 9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი, რათა თითოეულ უბანში მცხოვრებ თბილისელს რეკრეაციული და მწვანე ტერიტორიის თავისუფლად სარგებლობის საშუალება ჰქონდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0