ოკაცეს კანიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მდ. მეჭიაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, კიუვეტების, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 9 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარია.

Visited 86 times, 1 visit(s) today