ოკუპირებულ ტერიტორიებზე 33 სკოლიდან არც ერთი დარჩა

07/04/2017

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო წლების განმავლობაში ქართული სკოლების შემცირება მოხდა – 33 სკოლიდან არ დარჩა არც ერთი – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა უმცირესობის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. რატიანმა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და პედაგოგებისათვის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა.

”ან ხელისუფლება ცვლის ქვეყანას ნორმალური მიმართულებით, ან ხალხმა დემოკრატიულად უნდა გადაირჩიოს ხელისუფლება. ”ევროპული საქართველო” არის ძალა, რომელიც ამბობს არა იმას, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და შევცვლით ყველაფერს, არამედ დღესვე ვამბობთ თუ რა არის აუცილებელი- აუცილებელია შევამციროთ გადასახადები. ეს არის განათლების სფეროს დახმარება და ბევრი სხვა სფეროს დახმარება.
არ შეიძლება ამ ეკონომიკური მდგომარეობის დროს მთავარ მტრად გამოაცხადო ბიზნესი და განსაკუთრებით გამომცემლები. მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნათ პროტექციონისტური სისტემა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო წლების განმავლობაში ქართული სკოლების შემცირება მოხდა – 33 სკოლიდან არ დარჩა არც ერთი. თქვენი ხელისუფლების პირობებში შეწყდა სახელმძღვანელოების მიწოდება. როდესაც ვამბობთ, რომ მიმდინარე წელი არის განათლების წელი, განათლების წელი უნდა მოქმედებდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც”, – განაცხადა რატიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0