ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია სრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სრულდება ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია. სამუშაოები, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
პროექტის ფარგლებში გაიწმინდა სადრენაჟე არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – ონანაურის, ჭაბუკიანისა და ზემო ნაშოვარის 100 ჰექტარი მიწის ფართობი შეიძენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას.
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული არხიდან, წყალსაქაჩი ტუმბოს გამოყენებით შესაძლებელია, 60-მდე ჰექტარი მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება.

Visited 170 times, 1 visit(s) today