ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

19/12/2019

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან ემზარ საბანაძესთან და ამავე უნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, ახლადაშენებული სკოლა დაათვალიერა. შესრულებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, ხელმძღვანელებისგან მეწარმეს მიეცა მითითება არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით და 20 დეკემბრამდე განესაზღვრა ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლის აღმოფხვრისთანავე მოსწავლეები შეძლებენ ახალ სკოლაში გადასვლას.
არჩილ ჯაფარიძემ სკოლის ალტერნატიული შენობაც მოინახულა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ღების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 254552,62 ლარს შეადგენს; შემსრულებელი შ.პ.ს-„ბილდ მენეჯმენტი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0