ონის მუნიციპალიტეტის ფარახეთის თემის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

10/11/2019

ღია შეხვედრების ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის ფარახეთის თემის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა, რომელსაც სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაჟღერდა სოფლებში არსებული პრობლემური და პრიორიტეტული საკითხები. ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის განცხადებით,სოფლებში ჯერ კიდევ გადაუჭრელი და მოუგვარებელი პრობლემების გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომდევნო წლების ბიუჯეტში. რწმუნებულის მოადგილემ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გიორგი გონაძემ ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ პროექტებში ჩართულობისკენ მოუწოდა. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა, გიორგი მაქარაშვილმა მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო, სადაც მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0