ონის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, გზების მონიტორინგი გრძელდება

24/12/2017

ზემო რაჭაში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი, რომელსაც უშუალოდ ონის მერი ემზარ საბანაძე ხელმძღვანელობს. ჯგუფი 24 საათის განმავლობაში განახორციელებს ზედამხედველობას. ამ პროცესში ჩართულია ყველა სტრუქტურა.
ონის მერმა-ემზარ საბანაძემ მოინახულა სოფელ პიპილეთის შიდა გზები, რომელიც უხვმა ნალექმა დააზიანა. ასევე, მოინახულა სოფელ სორგითში ელექტრო ენერგიის აღსადგენი სამუშაოები. უამინდობის მიუხედავად, ინტენსიურად იწმინდება ონი-ირის გზა და საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის.
საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებს და მონიტორინგს გაუწევს მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ნებისმიერ პრობლემას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0