ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

05/02/2019

ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში: გლოლა, ჭიორა, დიდი ღები და პატარა ღები.შეხვედრებს ესწრებოდნენ გუბერნიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
სოფლებში შეხვედრებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ტარიელ ლობჯანიძემ მოსახლეობას გააცნო სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული, მესაქონლეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გაზაფხულიდან ამოქმედდება და მთის რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0