ონში ,,ზემო რაჭის ბიზნეს დღე” გაიმართა

10/03/2017

ონის მუნიციპალიტეტში ,,ზემო რაჭის ბიზნეს დღე“ გაიმართა. ღონისძიება ითვალისწინებდა ყველა იმ აქტივობის შეჯამებას, რაც ზემო რაჭაში ,,მდგრადი ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა. კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რაჭაში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროგრამებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერისა და რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებისკენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები, GIZ-ის კერძო სექტორის განვითარების პროგრამის წარმომადგენლები და სხვა…
,,ზემო რაჭის ბიზნეს დღე “ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ –ის ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0