ოპონენტები არჩევნების წინ თავს იზღვევენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპონენტები არჩევნების წინ თავს იზღვევენ და ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესების კრიტიკას იწყებენ.

„სისტემური პრობლემა არ არსებობს. თუ არის სადმე კონკრეტული გადაცდომა ამაზე ცესკოს რეაგირება მართებს და მე იმედი მაქვს ამ შემთხვევაში ცესკო სათანადოდ ჩაეძიება საკითხს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მთავარია, როგორი შეფასებები დაიდება პარტნიორების მიერ, როდესაც საარჩევნო პროცესი დასრულდება. „მე დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასებები იქნება დადებითი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 127 times, 1 visit(s) today