ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით კონფერენცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ გახსნა.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპლანტოლოგიის მიმართულებით ევროდირექტივების იმპლემენტაცის მიზნით საქართველოს ევროკომისიის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მისია და ხორვატიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ნაციონალური კოორდინატორი, ევროსაბჭოს ექსპერტი, ქალბატონი მირელა ბუსიკი ეწვია. ვიზიტი ითვალისწინებს ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი გარემოს შეფასებას ევროდირექტივებთან თავსებადობის კუთხით და სამოქმედო გეგმის მომზადებას ევროდირექტივებთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისათვის.
2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 18 ივლისს.
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულია მთელი რიგი დირექტივების იმპლემენტაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში. შესაბამისად, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში.
კონფერენცია 5 დღიანია და მასში ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Visited 103 times, 1 visit(s) today