ორთაჭალჰესის ერთი დღით გაჩერების გამო, მტკვრის დონე თბილისში ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

20/07/2017

20 ივლისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, ორთაჭალჰესზე გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით.
„ორთაჭალჰესზე“ ფარის სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება 1 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს „ორთაჭალჰესის“ 1 დღიან გაჩერებას. შედეგად, თბილისში, მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.
სამუშაოების დასრულების თანავე, „ორთაჭალჰესის“ სამუშაო პროცესი აღდგემა ჩვეულ რეჟიმში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0