თოვას მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. თოვლის საფარმა დაბლობში 20 სმ-ს, ხოლო მაღალ სოფლებში 60 -სმ-ს მიაღწია. ამ დროისთვის გადაადგილება ორხიდიანი ავტომობილებით ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი, გარდა სოფელ დოხოძეებში, სადაც საავტომობილო გზაზე მეწყერი განვითარდა და 9 ოჯახთან მისასვლელი გზაა ჩაკეტილი. ქედის საგზაო წარმომადგენლობამ დილიდან უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, ამ დროისთვის 5 მიმართულება იწმინდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, შუქი არ მიეწოდება დანდალოს, მახუნცეთის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და ზვარის მთლიან ადმინისტრაციულ ერთეულებს, ხოლო ნაწილობრივ მიეწოდება წონიარისისა და მერისის სოფლებს. მობილიზებულია მობილური ჯგუფები და 2 საათის განმავლობაში მთლიან მუნიციპალიტეტში იქნება შუქის მიწოდება შეუზღუდავად შესაძლებელი.
სასწავლო პროცესი მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო მხოლოდ სოფელ აქუცის დაწყებით კლასებში შეწყდა, ასევე აღსაზრდელთა გამოუცხადებლობის გამო 4 საბავშვო ბაღში – მერისში, წონიარისში, ახოსა და ნამლისევში.
ქედის გამგეობა ოპერატიულად რეაგირებს ყველა შემოსულ შეტყობინებაზე. სიტუაცია სტაბილურია.