ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, კრწანისის ტყეპარკში ნეკერჩხლისა და მუხის ხეები დარგეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, მუხთარ ბაბაევმა, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, კრწანისის ტყეპარკში ნეკერჩხლისა და მუხის ხეები დარგეს. მინისტრებმა კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციის აღდგენითი სამუშაოებიც დაათვალიერეს.
კრწანისის ტყეპარკის აღდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” ფარგლებში მიმდინარეობს. კრწანისის ტყეპარკში ორი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება, კერძოდ, „კრწანისის ტყის დეგრადირებული ეკოსისტემის აღდგენა და სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევის და აღდგენის ცენტრის შექმნა” და „წითელ ნუსხაში შეტანილი და გადაშენების პირას მყოფი ხის სახეობების ex-situ კონსერვაცია”. კრწანისის ტყეპარკში 7,5 კმ საგზაო მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები, 150 ჰა-ს შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები უკვე დასრულებულია; პარკში მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები; ასევე, სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარი დაიგო. გამწვანების მაშტაბური სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდება. კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს არსებული უნიკალური ეკოსისტემა.

Visited 60 times, 1 visit(s) today