ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და ადგილობრივი თვითმმართველობების პროცესში სავალდებულო ჩართვის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენლები უძღვებიან.
კამპანიის მიზანი, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ინფორმაციის მიწოდება, ოჯახში ძალადობის პრევენციისთვისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარება გახლავთ. პრობლემა კანონის რანგში იქნა აყვანილი და პარლამენტის მიერ ცვლილების სახით თვითმმართველობის შესახებ კოდექსში აისახა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აიპ “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ ახორციელებს.
შეხვედრას გურიის გუბერნიის, ქალაქ ოზურგეთის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
ოჯახური ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს
Visited 94 times, 1 visit(s) today