მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ პაატა ბურჭულაძემ „მრჩეველთა საბჭოს“ წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც prof-news-ს პარტიიდან აცნობეს, პაატა ბურჭულაძემ საბჭოს წევრებთან სამომავლო გეგმები განიხილა.
„მრჩეველთა საბჭო“ დაკომპლექტებულია ახალგაზრდა მეცნიერებითა და ლიდერებით. საბჭოს მიზანია წარმოადგენოს რეკომენდაციები საშინაო და საგარეო პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ოკუპირებული ტერიტორიების, დევნილების, ახალგაზრდული პოლიტიკის და სპორტის დარგობრივი მიმართულებებით. მრჩეველთა საბჭო ასევე შეიმუშავებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის სტრატეგიას, საინფორმაციო პოლიტიკას და წარადგენს რეკომენდაციებს პარტიის ლიდერთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პაატა ბურჭულაძემ „მრჩეველთა საბჭოს“ წევრებთან შეხვედრა გამართა
Visited 127 times, 1 visit(s) today