პაატა კვიჟინაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საჯარო მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელს რიჩარდ ჰეიზელვუდს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა USAID-ის „საჯარო მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელებს და შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და გაღრმავდება. ​შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის პროგრამის წარმომადგენლები: ირინა არაბიძე, ლინა პანტელეევა და გიგი ჭანუკვაძე.

Visited 23 times, 1 visit(s) today