პაატა ნადირაძემ საჩხერის გზატკეცილზე ცენტრალური საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა

11/12/2017

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მერის პირველ მოადგილესთან, გივი მოდებაძესთან ერთად, საჩხერის გზატკეცილზე ცენტრალური საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
საჩხერის გზატკეცილზე საგზაო დეპარტამენტი გზის ნაპირების გაწმენდას აწარმოებს. პირველ ეტაპზე გზის გაწმენდა სპეც ტექნიკის საშუალებით მოხდება, რის შემდეგაც გზის გადარეცხვითი სამუშაოები ჩატარდება.
პაატა ნადირაძემ ჭიათურის შემოსასვლელიც დაათვალიერა და საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0