პაატა ნადირაძემ ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ქალაქის მერმა ცხოვრებაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მშენებლობისა და ამავე ქუჩაზე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. პაატა ნადირაძე ასევე იმყოფებოდა ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. მერთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტები მერის მოადგილე გივი მოდებაძემ, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელებმა მოინახულეს. სამივი პროექტის ჯამური ღირებულება 33 000 ლარს შეადგენს. დღესვე, ქალაქის მერმა ნაგუთის დასახლებაში, თორღვაშვილის ქუჩაზე მინი სტადიონი და სკვერი დაათვალიერა, ადგილობრივებსაც შეხვდა და როგორც სტადიონის, ასევე სკვერის კეთილმოწყობას დაჰპირდა.

Visited 229 times, 1 visit(s) today