პაატა ხიზანაშვილის ინიციატივით ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12/03/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ინიციატივით სამხარეო ადმინისტრაციაში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერის, დავით ჯიქია საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მხარებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადაში მხარის, ქალაქისა და კომპაანიის წარმომადგენლების ჩართულობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იქნება უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას უკვე დაწყებული აქვს საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობაში რიგდება ე. წ. ფლაერები სადაც მოცემულია რეკომენდაციები გაზის დანადგარეგის მართებული სამონტაჟო სამუშაოების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0