პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

10/01/2018

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულმდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის თითქმის ორი კვირა იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0