პანკისის ხეობაში 18 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

03/05/2017

ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს ცენტრში ჩირაღდანი აანთო.
პანკისის ისტორიაში ხეობა პირველად გაზიფიცირდა, რის შედეგადაც ხეობის 18 სოფელს ბუნებრივი აირი ექნება. გაზიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ბუნებრივი აირი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირების საცხოვრებელ პირობებს.
მინისტრის განცხადებით საჭიროების შემთხვევაში ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხა რამდენიმე თვეზე გადანაწილდება და თვიურად 25 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0