პან გი მუნი სექსუალურ ძალადობაში მონაწილე მშვიდობისმყოფელების მიმართ “გადამწყვეტ ქმედებებს” ითხოვს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელების მიერ სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის შემთხვევების დასრულების მიზნით, საჭიროა “გადამწყვეტი და თამამი ქმედებები”. ამის შესახებ Voice of America წერს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, პან გი მუნმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ გასულ წელს მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ 69 მსგავსი ბრალდება დაფიქსირდა, რაც გაერო-ს მიმართ ნდობას საფრთხეს უქმნის.

“ეს ღალატობს გაერო-ს იმ ღირებულებებსა და პრიციპებს, რაც უნდა განვავითაროთ, და აზიანებს ორგანიზაციის სამშვიდობო მისიებისა და მთლიანად გაერო-ს მიმართ სანდოობას”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

გაერო-ს მისიაში მონაწილე სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია თებერვლის დასაწყისში გავრცელდა, რომლის თანახმადაც, გაერო-ს ცნობით, არასრულწლოვნებზე ძალადობაში ქართველ და ფრანგ სამხედროებსაც ადანაშაულებდნენ.

Visited 220 times, 1 visit(s) today