პაპუნა მარგველიძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ‘’ადამიანის უფლებები ყველასთვის’’ წარმომადგენლებს შეხვდა

12/04/2023

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული -პაპუნა მარგველიძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასთვის” წარმომადგენლებს შეხვდა. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ადამიანის უფლებები ყველასათვის” – მეორე ფაზა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვას საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
▪️ადამიანის უფლებათა მიმართულებით არსებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი;
▪️ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს რეგიონებში;
▪️პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება;
▪️უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სხვა სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვა.

მათი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები აგრეთვე გაგრძელდება ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ამასთან დაგეგმილია ვიზიტები რეგიონში მოქმედ საჯარო სკოლებსა და ინკლუზიურ ცენტრებში, პროექტის ღონისძიებებში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

“ჩვენ როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლება მზად ვართ ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებასა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზაციას, აგრეთვე შშმ ბავშვთა/პირთა საზოგადოებაში სტიგმის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას და რესოციალიზაციას. შესაბამისად აღნიშნულ პროცესში თქვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ მზად ვართ სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის” -აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა-პაპუნა მარგველიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0