პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

23/02/2023

პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტებში უამინდობით შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და მათთან ერთად იმსჯელა მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებების გატარებაზე. აღსანიშნავია, რომ მესამე დღეა რეგიონში უხვი ნალექის შედეგად საგანგებო სიტუაციაა, რომლის აღმოსაფხვრელად ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საავტომობილო და შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, ხოლო ელექტროენერგიის მისაწოდებლად დაზიანებულ უბნებზე აღდგენითი სამუშაოები. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL) – -ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გამოცხადებულ საპროექტო იდეების კონკურსზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი პროექტის საპროექტო განაცხადი, რომელიც გულისხმობს “საირმის სვეტებთან მისასვლელ ბილიკებზე ინფრასტუქტურის მოწყობას”. სხდომამ იმსჯელა საპროექტო იდეების კონკურსზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი, ზემოთ ხსენებული, პროექტის შესახებ და საპროექტო იდეა ერთხმად იქნა მოწონებული საკონსულტაციო საბჭოს ყველა წევრის მიერ. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და მათ მოადგილეებთან ერთად ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე-ქრისტინა კობახიძე და რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი-ლევან ცხვედიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0