პარიზის შეთანხმების განხორციელების შესახებ შეხვედრა გაიმართა

08/09/2017

იყალთოში, სასტუმრო „სავანეთში“ პარიზის შეთანხმების ეროვნულ დონეზე განხორციელების პროცესში გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. მხარეებმა პარიზის შეთანხმებით შექმნილი გამჭვირვალობის გაძლიერებული მექანიზმისა და ანგარიშგების შესახებ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულად განსაზღვრული წვლილის ეფექტურად განხორციელებას. შეხვედრა გერმანიის გარემოს დაცვის, შენობებისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც 40-მდე ქვეყნის კლიმატის სფეროში მომუშავე წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0