პარლამენტის ბიურომ 15-17 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა

06/11/2017

პარლამენტის ბიურომ 15-17 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კოლეგებს მომავალ სასესიო კვირაში განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხები გააცნო.
ბიუროს წევრები გაეცნენ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და თითოეულ მათგანზე განისაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები. იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზეც.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კოლეგებს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის განხილვის განრიგი გააცნო, რომლის მიხედვითაც კომიტეტები საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ კვარტალურ ანგარიშს განიხილავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0