პარლამენტის ბიურომ 5-7 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ბიურომ 5-7 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიმდინარე სასესიო კვირას, საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს.პარლამენტის წევრები პირველი მოსმენით განიხილავენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონპროექტებს. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე.
პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ ინიცირებულ „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონის პროექტს. ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები.

Visited 16 times, 1 visit(s) today