საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებას ავრცელებს და ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღებას, შენახვას და გავრცელებას გმობს.
“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოს კონსტიტუციით, კანონით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანსაწორობის საბჭოს წევრები მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დროულად გამოავლინონ და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები”, – ნათქვამია განცხადებაში.
Visited 160 times, 1 visit(s) today