პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღებას, შენახვას და გავრცელებას გმობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებას ავრცელებს და ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღებას, შენახვას და გავრცელებას გმობს.

“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოს კონსტიტუციით, კანონით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანსაწორობის საბჭოს წევრები მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დროულად გამოავლინონ და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები”, – ნათქვამია განცხადებაში.

Visited 160 times, 1 visit(s) today