პარლამენტის დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირის მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბანგლადეშში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტზე – „პარლამენტის როლი სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეში ჩაურევლობაში“ იმსჯელეს. განხილვის შემდეგ დებატები გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. ქართულმა მხარემ უკრაინის დელეგაციის შენიშვნები გაიზიარა და კენჭისყრაზე შესაბამისი პოზიცია დააფიქსირა.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია პარლამენტების პასუხისმგებლობა დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის, შიდა უთანხმოების მშვიდობიანად, დიალოგის გზით მოგვარებისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის თავიდან აცილების საკითხებში. პროექტში ასევე საუბარია საპარლამენტო დიპლომატიის კონსტრუქციული და პრევენციული ხასიათის ბუნებაზე, მათ შორის, მის შესაძლებლობაზე, განმუხტოს დაძაბულობა და მშვიდობიანად გადაჭრას კონფლიქტი.

Visited 104 times, 1 visit(s) today