პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის წარდგენის უფლება მმართველი გუნდის გარდა ოპოზიციასაც აქვს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო ოპოზიციას უფლება აქვს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე კანდიდატურის წარდგენის უფლებით სარგებლობა შეუძლია პარლამენტის წევრთა 6-კაციან ჯგუფს.
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატის არჩევა პარლამენტის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცესში რეგლამენტით გათვალისწინებულია ერთგვარი პოლიტიკური დებატების გამართვაც. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის 20 წუთი და შესაბამისი დრო ეძლევა, რათა დასმულ კითხვებს უპასუხოს. გათვალისწინებულია კამათიც, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით უნდა წარიმართოს.
როგორც ცნობილია, მე-9 მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის დასახელებას მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული პარტია – ”ქართული ოცნება” გეგმავს. ამ პოსტზე უკვე წარდგენილია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ერთდროულად ორი კანდიდატურა იბრძოდა. ეს 2001 წლის ნოემბერში მოხდა, როცა ნინო ბურჯანაძეს ამ თანამდებობაზე კონკურენტი ფრაქცია ”აღორძინებიდან” ჯემალ გოგიტიძე დაუპირისპირდა.

Visited 144 times, 1 visit(s) today