პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის შეფასებით, საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ კონტექსტში მან მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგებს აქტიური ქმედებებისთვის.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავაც განაგრძობს ევროკავშირთან ინტეგრაციის, საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ამ მხრივ მან სტუმრებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საპარლამენტო საქმიანობა.
ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული გამოწვევები მომავალში სათანადო დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

Visited 152 times, 1 visit(s) today