პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტერ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ჩეხი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობები განიხილეს. ელჩის თქმით, მის ქვეყანაში საქართველოს მიმართ დაინტერესება იზრდება, რასაც ჩეხი ტურისტების რაოდენობის მზარდი დინამიკაც ადასტურებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

Visited 70 times, 1 visit(s) today