პარლამენტის თავმჯდომარე გენერალური აუდიტორის კანდიდატურას 8 სექტემბერს დაასახელებს

06/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გენერალური აუდიტორის კანდიდატურას მიმდინარე სასესიო კვირაში, 8 სექტემბერს დაასახელებს. შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„ასარჩევი გვყავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატურის დასახელება არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. მე პარასკევ დღეს დავასახელებ გენერალური აუდიტორის კანდიდატურას. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ 20 სექტემბრისთვის დავამტკიცოთ გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0