პარლამენტის თავმჯდომარემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, სექტორ „სადახლოს“ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა. შალვა პაპუაშვილმა სექტორზე არსებული სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა, ასევე, შენობა და თანამედროვე ელექტრონული დაკვირვების სისტემები დაათვალიერა. პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციაც გააცნეს. შალვა პაპუაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 65 times, 1 visit(s) today