პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 103 წლის ვეტერანს, მერი მაღრაძეს გამარჯვების დღე მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. შალვა პაპუაშვილი 103 წლის მერი მაღრაძესთან სტუმრად იმყოფებოდა. შალვა პაპუაშვილმა მერი მაღრაძეს მადლობა გადაუხადა თავგანწირვისა და იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად მან და სხვა ვეტერანებმა ფაშიზმთან ბრძოლაში შეიტანეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ქართველი ხალხი გმირებს არ დაივიწყებს. შალვა პაპუაშვილმა ვეტერანს საქართველოს პარლამენტის სახელით, საჩუქრებიც გადასცა.

Visited 41 times, 1 visit(s) today