პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდებს შეხვდა

16/07/2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებისგან საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს განათლების მიმართულებით დაგეგმილი თუ მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომლებიც უშუალო კავშირშია მათ პროფესიულ განვითარებასთან. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი მოადგილეები, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0