საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ სოზარ სუბარი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოზარ სუბარს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პარლამენტის რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე სოზარ სუბარის კანდიდატურა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ წარადგინა.
Visited 8 times, 1 visit(s) today