პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„უკვე რამდენიმე დღეა საკუთარი თვალით ვხედავთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს ბრძოლა უცხო არაა და კარგად ვიცით, თუ რას გრძნობენ ამ მძიმე დღეებში ჩვენი უკრაინელი დები და ძმები. ბრძოლას, მითუმეტეს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ყოველთვის მოყვება მსხვერპლი. მათ შორის, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც ყველაზე დიდი საშინელებაა ომის დროსაც კი! ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, გთხოვთ, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

Visited 42 times, 1 visit(s) today