პარლამენტის სამმა კომიტეტმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მხარი დაუჭირა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა, ასევე, ჯანდაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
გიორგი კვირიკაშილის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს აღნიშნული კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრებმა. ფარულ კენჭისყრამდე დეპუტატებმა შესაბამისი პროფილის მინისტრობის კანდიდატებს – დავით სერგეენკოს, მიხეილ გიორგაძეს, ალექსანდრე ჯეჯელავასა და ტარიელ ხეჩიკაშვილს მოუსმინეს. მათ მომავალი 4 წლის გეგმებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი.

Visited 133 times, 1 visit(s) today