პარლამენტი თებერვალში პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას მოისმენს

12/01/2016

საგაზაფხულო სესიის დასაწყისში პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს. ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება. პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს. ამ თემაზე საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე გაიმართება კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 2 თებერვალს იხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0