პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 80 ხმით მიიღო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს უფლებამოსილება ექნებათ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დააფუძნონ. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტები, ფიზიკური პირები და კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი ან/და არაკომერციული იურიდიული პირი – ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ასოციაცია.

Visited 6 times, 1 visit(s) today