პარლამენტმა გია ცერცვაძის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

09/02/2017

პარლამენტმა გია ცერცვაძის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიცატივას მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრაზე საკითხს 11 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 84 დეპუტატი წავიდა. პლენარულ სესიაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საკითხი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტულდ გია ცერცვაძის საქმეს უკავშირდებოდა. სხდომაზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის აღნიშნულ საკითხზე დებატებიც გაიმართა, თუმცა საბოლოდ, დეპუტატების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, კომისია არ შეიქმნება.
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0